ორშაბათს ჯონასი იმყოფებოდა ბროდვეის ბეკონ დაჯილდოებაზე ბროდვეის თეატრალური საზოგადოებისთვის თავისი წვლილის შესატანად, სადაც მან სურპრიზი გაუკეთა აუდიტორიას და შეასრულა სიმღერა "I Believe in You” სპექტაკლიდან "How to Succeed.” კულისებში გამოვიჭირეთ ნიკი იმისთვის, რომ გვესაუბრა დაჯილდოების, მისი ბროდვეიზე დაბრუნების და მომავლის შესახებ.
როგორი იყო შენი რეაქცია მაშინ, როცა გაიგე ბეკონის დაჯილდოების შესახება?
ნიკ ჯონასი: მე ვარ აღფრთოვანებული რომ მაქვს შანსი ვიყო ბროდვეის შემსრულებელი, ვმუშაობდე ძალიან ბევრ ნიჭიერ ხალხთან ერთად და მქონდეს პატივი იმისა, რომ მომიწვიონ ისეთ დაჯილდოებებზე როგორიც არის ბეკონის დაჯილდოება, ეს ჩემთვის პრივილეგიაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო უნდა გადაეცეს ისეთ ხალხს, რომელიც ბევრს მუშაობდა.
და როგორი გრძნობაა დაუბრუნდე თეატრს, მუსიკალური კარიერისა და ტელევიზიასთან მუშაობის შემდეგ?
ნიკ ჯონასი: მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე რთული გრაფიკი. თეატრში გვქონდა კვირაში 8 შოუ. განსაკუთრებით ეს რთულია წამყვანი როლისთვის. მაგრამ მე ნამდვილად შევუერთდი მას და ძალიან მიყვარს ეს საქმე. მიყვარს ამდაგვარი ცხოვრების წესიც. რადგან აქ არ ხარ სცენაზე მხოლოდ 2 საათით ან ნახევარი საათით ყოველღამე – აქ ეს გრაფიკი უნდა შეინარჩუნო მთელი ცხოვრების განმაბლობაში. მე აღტაცებული ვარ იმ ხალხით ვინც ამას ემსახურება მთელი მისი დრო.
რა არის მომდევნო შენთვის? გსურს იმუშაო თეატრში უფრო ხშირად?
ნიკ ჯონასი: ვიმედოვნებ, რომ თეატრში უფრო მეტს ვიმუშავებ. მთელი ეს ზაფხული ვაპირებ,რომ ფოკუზირება მოვახდინო და მთლიანად შევუერთდე მუსიკის წერას ჩემს ძმებთან ერთად და შემდეგ არის კიდევ რამოდენიმე დიდებული რამ რის შესახებაც მალე ვისაუბრებ. მაგრამ პირველად ეს სეზონი კარგია იმისთის, რომ გქონდეს წყნარი დრო. თეატრალური პროექტების განვითარებას მომავალში ვნახავთ.
გაქვს რაიმე რჩევა მათთის, ვინც ცდილობს გახდეს მსახიობი?
ნიკ ჯონასი: დატკბით გზით. ყოველი წუთი არის ღირებული. წარმატების მომენტები, მომენტები იმისთვის, რომ ვიპოვოთ სამუშაო წარმატებისთვის– ეს არის ნაწილი ამ მოგზაურობის. ეს არის მხიარული.