"ციდან 3 მეტრზე" გადაღებულია 2010 წელს. ის არის რომანტიკული ჟანრის, ფილმი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიას, მდიდარ გოგონაზე, და ბიჭზე რომლის მშობლებსაც ღარიბებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ეს ბიჭი ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით. მას მოსწონს მოტოციკლებით რბოლები, ამ შეჯიბრებაში ის ჩემპიონად ითვლება. მთავარ როლში მყოფ გოგონას ბაბი ჰქვია ის ერთი უწყინარი გოგოა , მთავარ როლში მყოფ ბიჭს კი ჰუგო ჰქვია მას უნდა თავისი წარსული დაივიწყოს ამიტომ ყველა აჩის ეძახის. მე ეს კინო მომწონს იმიტომ რომ, სხვა ყველა დანარჩენისგან განსხვავდება, ყველა კინოში ბოლოს არის ბედნიერი დასარული, შეყვარებული წყვილი ერთადაა და მსგავსი რამეები. ამ კინომ დამინტერესა იმიტომ რომ განსხვავებულად მთავრდება, აქ შეყვარებული წყვილი ერთად არააა, აჩის საუკეთესო მეგობარი იღუპება. ასეთმა დასასრულმა მე ძალიან დამაინტერესა, რამდენადაც ვიცი მისი მეორე ნაწილის გამოსვლა უახლოეს მომავალში იგეგმება მე დიდი ინტერესით ველოდები მის გამოსვლას.
ახლა კი ნახეთ სურათები და ანიმაციები კინოდან :
სურათები სამწუხაროდ არ გაიხსნა და მე მომიწია დამატება :დ
|