სახლში დაღლილები მივედით, და დასვენება გადავწყვიტეთ, თან ვლაპარაკობდით: –დღეს ტეილორს რა მაგრად მოვაკეტინეთ, მეტის ღირსია(მაილი) –ხო მართალი ხარ. მე კი აქმდე არ მჯერა რომ როლზე ამიყვანეს და რომ მალე სერიალში გადამიღებენ(სელენა) –სელ მართალი ხარ ამის წარმოდგენა მეც მიჭირს(მე) –წარმოგიდგენიათ დღეიდან ჩვენი ოცნებების ახდენა იწყება, დღეიდან ყველა გაგვიცნობს, ამაზე ხომ ბავშვობიდან ვოცნებობდით(მაილი) –კარგით, გვეყო ჯობს მზადება დავიწყოთ თორემ საღამო ისე მალე მოვა ვერც კი გავიგებთ(მე) –ხო მართალი ხარ(სელენა) ჩვენ საღამოსთვის მზადება დავიწყეთ, კაბებს ვარჩევდით. ძალიან ბევრი კაბა შევარჩიეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ამათი ჩაცმა გადავწყვიტეთ. მე:
მაილი: სელენა:
როცა ყველაფერს მოვრჩით, უკვე საღამო იყო და ბიჭებიც მალე მოვიდნენ. მათ კარი მე გავუღე. –ძალიან ლამაზი ხარ(ჯო) –მადლობა(მე) შემდეგ მე და ჯო აივანზე გავედით და იქ ვლაპარაკობდით. –ჩვენი ფილმის გადაღებები როდიდან იწყება?(მე) –ჯერ არ ვიცი, დამირეკავენ და მერე მეტყვიან(ჯო) –ააააა, შევიდეთ თორემ ცოტა არ იყოს შემცივდა(მე) –მე გაგათბობ(ჯო) ამ დროს ჯო ჩემსკენ მოიწია და ჩამეხუტა. –წამო გავისეირნოთ(ჯო) –კარგი(მე) ჩვენ ბავშვები გავაფრთხილეთ რომ ცოტა ხნით გავიდოდით და სასეირნოთ, წავედით. –დემი მინდა რაღაც მოგცე(ჯო) ჯომ ამ დროს ეს ყელსაბამი ამოიღო:
–დემი მინდა რომ ეს ყელსაბამი ყოველთვის გეკეთოს, და ყოველთვის როცა ამას შეხედავ გაგახსენდეს რომ ძალიან მიყვარხარ(ჯო) –მადლობა, ძალიან მომწონს. გპირდები რომ არასოდეს მოვიხსნი. რომ გიყვარვარ ეგ ისედაც ყოველთვის მახსოვს. გამიკეთებ?(მე) –რა თქმა უნდა(ჯო) მერე ჯომ ეს ყელსაბამი გამიკეთა. –ძალიან მომწონს(მე) –უფრო გალამაზებს(ჯო) მერე ერთ პარკს მივადექით და იქ სკამზე ჩამოვჯექით. მე ჯოს ვეხუტებოდი რადგან ცოტათი მციოდა. იმ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან გვერდით ჩემი საყვარელი ადამიანი მყავდა და მჯეროდა რომ ის არასოდეს მიმატოვებდა, და ყოველთვის ჩემთან იქნებოდა.
თუ მოგეწონათ კომენტარეში დაწერეთ
შეასწორა და გაალამაზა: NoNka–მ
|