ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის შექმნაზე არ იგონებდა სხვადსხვა მითებსა თუ ლეგენდებს. უძველესი დროიდან დედამიწის სხვადასხვა ადგილას გავრცელებული იყო ლამაზი თქმულებები იმაზე თუ როგრ წარმოიქმნენ ესა თუ ის ყვავილები. იასამანი
ისინი წარმოიქმნენ მაშინ , როცა გაზაფხულის ქალღმერთი მოსავდა დედამიწას ყვავილებით, მზისა და ცისარტყელას ერთმანეთში შერევით. მაგრამ როცა ქალღმერთი სკანდინავიას მიუახლოვდა ცისარტყელას ყველა ფერის საღებავი გაუთავდა და დარჩა მხოლოდ ისამნისფერი. ასე, რომ ეს ყვავილი მხოლოდ ამ ფერით იწნებს თავს. სინამდვილეში იასამმნის სამშობლო სპარსეთია. სადაც ეს ყვავილი ითვლებოდა მწუხარე განშორებისა და არშემდგარი სიყვარულის სიმბოლოდ. ვარდი ბერძნული მითის მიხედვით ვარდი წარმოიქმნა იმავე ზღვის ქაფისგან, რომლითაც აფროდიტე. აი მუსულმანები კი თეთრი და წითელი ვარდის წარმოშობას მუჰამედის ამაღლებას მიაწერენ. მათი აზრით კი დანარჩენი ფერის ვარდები მათი შეჯვარების შედეგად წარმოიქმნენ.
თეთრი ლილია
იგი წარმოადგენს სისუაფთავისა და უმანკოების სიმბოლოს. მითის მიხედვით იგი გაიზარდა ჰერას რძის წვეთებისგან. ჰერას უნდოდა მისი ქმრის უკანონო ვაჟისთვის ძუძუ ეჭმია თუმცა ჰერაკლემ იგრძნო რომ ქალს კარგი ზრახვები არ ჰქონდა და პირი იბრუნა, რძის წვეთები კი ჰაერში გაიბნა და ქარმოქმნა მსგავსი სილამაზის ყვავილი.
ყაყაჩო ყაყაჩო წარმოიქმნა ძმის მკველელის სისხლისგან. ყაყაჩოს მიიჩნევენ სისხლისღვრის სიმბოლოდ. ადრეულ შუა საუკუნეებში ყაყაჩოს ფოთლებით ფენდნენ იმ ადგილებს სადაც ალქაჯებს აწამებდნენ.
|