რჩევები რენცო როსისგან:
როგორ ავირჩიოთ ჯინსი?
ეძებეთ შთაგონების წყარო: მანამ სანამ გაიქცევით შოპინგზე თქვენთვის საყვარელი ჯინსის ტანსაცმლის შესაძენად,
დაფიქრდით თუ როგორი ჯინსი მოუხდება თქვენი სხეულის მოყვანილობას.
თვალყური ადევნეთ მოდურ ტენდენციებს:
იმისათვის რომ მუდამ გლამურულად და მოდურად გეცვათ, ყოველთის მიაქციეთ ყურადღება მოდურ ტენდენციებს,
დიზაინერების არჩევანს, 2012 წლის აქტუალური და მოდურია ძალიან წვრილი, მოტკეცილი შარვლები, ბოლოში დამოკლებული
(კოჭზე სიგრძით).
2012 წლის სეზონი იქნება მინიმალისტური, ატარეთ უბრალოდ, მაგრამ სუპერ მოდური ჯინსები,
ყოველგვარი მკვეთრი და თვალშისაცემი დეტალებით.
იყავით 100 პროცენტით მოდური:
თქვენ მიერ არჩეული ჯინსის შორტი/შარვალი/ჟაკეტი უნდა უხდებოდეს ლუქის შემადგენელ სხვა ნაწილებს.
გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
მუქი ლურჯი ფერის ჯინსი- ეს არის 100%ით მკვეთრი ფერი და მას მოუხდება ასევე მკვეთრი ფერები,
როგორიცაა წითელი,მწვანე, ნარინჯისფერი
რაც შეეხება ღია ფერის შარვლებს( ღია ცისფერი, ნაცრისფერი, გაცრეცილი,"გახუნებული" ფერები)
- ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 20%ით მკვეთრი ფერი და მას მოუხდება ასევე ნაკლებად პრეტენზიული ფერები,
მაგალითად ღია ვარდისფერი.
2012 წლის ტენდენციები ჯინსის შორტების არჩევისას
დამეთანხმებით, ჯერ ნამდვილად ადრეა მოდურ შორტებზე ზრუნვა,
თუმცა მაინც გადახედეთ 2012 წლის მოდურ ტენდენციებს.
გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე აქტუალური და მოდური იქნება მაღალწელიანი შორტები,
სხვადასხვა პრინტებით გაფორმებული, "ჰიპის " სტილში, მოდური იქნება დახეული შორტები
და შორტები, რომელთაც უჩანთ ჯიბეები.