რიანამ ბარბადოსის ხელისუფლებასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა ის თავისი სამშობლოს ტურიზმის ოფიციალური სახე გახდება.
ცოტა ხნის წინ კომპანია "ნივეამ" მომღერალთან
მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, თუმცა, გოგონა საკუთარ მხარეში
უფრო მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩაება.რიანა სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდება, რომელიც ტურისტებს ბარბადოსში მიიზიდავს.
რირი თავის სამშობლოში ვარსკვლავური
ცხოვრებისგან დასასვენებლად ხშირად მიემგზავრება. ბარბადოსზე ბოლო
ვიზიტისას, მომღერალმა კუნძულზე თავისი ხუთი ყველაზე ერთგული
თაყვანისმცემელიც წაიყვანა, რომლებსაც ფრენისა და სასტუმროს ხარჯები
აუნაზღაურა. ამას გარდა, ისინი საკუთარ სახლში სადილად მიიწვია. ამ
საქციელით რიანას სურდა, რომ მხარდაჭერისა და მისი შემოქმედების
სიყვარულისათვის თაყვანისმცემლების წინაშე მადლიერება გამოეხატა.= ]