პირველ რიგში მინდა გითხრათ,რომ ჩემი ერთერთი გატაცება არის წიგნების კითხვა.მე წიგნების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემთვის რიგით #7 ოცნებაა ის,რომ ცხოვრებაში მქონდეს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა,სადაც ყველა წიგნი ქართულად ნათარგმნი იქნებოდა,მაგრამ ამ ქვეყანაში არავინ მოგცეემს ამის უფლებას :D
წიგნი არის ადამიანისათვის უმთავრესი ცოდნა.მინდა ისიც მოგახსენოთ,რომ 1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში.მასში ეწერა ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი.მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".
ახლა კი მოგახსენებთ პატარ-პატარა ინფორმაციებს წიგნებზე ;) ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
წიგნი - ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.) თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე.ი. არანაკლებ 48 გვერდისა.
ახლა კი დროა ჩამოგითვალოთ ჩემს კრებულში ტოპ 3 წიგნი :)))
1.ბინდის საგა:განთიადი
2.ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
3.ბულერბიელი ბავშვები
სულ ეს იყო ჩემო ძვირფასო ბავშვებო ჩემი საკონკურსო თემა.ახლა კი მივუბრუნდეთ ფოტოებს:
გმადლობთ,რომ წაიკითხეთ ჩემი თემა!იმედია მოგეწონებათ.ახლა კი ძილინებისა ;),მაგრამ წიგნებს უყვართ,როდესაც გვიან იძინებთ:)
|