სელენა გომესი და დემი ლოვატო იყვნენ საუკეთესო მეგობრები 7 წლიდან, როცა ისინი პირველად შეხვდნენ გადაცემაში ”ბარნი & მეგობრები”. თითქმის ათი წლის გასვლის შემდეგ მათ გაიგეს ერთმანეთის კარგი და ცუდი მხარეები, მაგრამ მაინც დარჩნენ ახლობლებად.სინამდვილეში, სელენამ დემის მისწერა წერილი, რომელიც დემიმ წაიკითხა ჟურნალ Seventeen-თან ლანჩის დროს.
19 წლის დისნეის ყოფილი ვარსკვლავი წერდა: ”დემი, პირველად მინდა გითხრა რომ ვწუხვარ რადგან არ შემიძლია ვიყო შენთან ერთად დღეს. მაგრამ მინდა გითხრა თუ როგორ ვამაყობ შენით. 12 წელია გიცნობ და მინდა გითხრა, რომ საოცარი ადამიანი ხარ. მე ვიყავი შენთან ერთად მაშინ, როცა მღეროდი 10 ადამიანის წინ იმ სიმღერას, რომლის ტექსტიც დაიმახსოვრე და შენთან ვიყავი მაშინაც, როცა 14 000 ადამიანის წინ იმღერე ყველა შენი სიმღერა.შენ გაქვს ის , რაც ძალიან მინდა რომ გამაჩნდეს მაგრამ რთულია. ეს არის გამბედაობა - გამბედაობა შეცვალო შენი თავი და გახდე უკეთესი. ჩემი პატივისცემა შენდამი აღუწერელია.შენ გადადგი ყველაზე რთული ნაბიჯი შენს ცხოვრებაში და მე გაქებ იმისთვის რომ გაუზიარე შენი ისტორია სხვებს და ჩამოშორდი შენი ცხოვრების ამ რთულ ნაწილს სამუდამოდ.მადლობ, რომ მენდობოდი და გჭირდებოდი ამ რთული დროის განმავლობაში.მე იმედი მაქვს რომ იცი თუ როგორ მიყვარხარ და როგორ ვამაყობ შენით ”