"ემი-2012"-ის საზეიმო ცერემონიალი 40 წლის კოლუმბიელი ვარსკვლავის, სოფია ვერგარას ცეცხლოვანი ცეკვების თანხლებით გაიმართა. სოფია ვერგარა, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს ქალთა სიას ლიდერობს, ცერემონიალზე Suhai Murad-ის ქალთევზას ელეგანტურ საღამოს კაბაში გამოწყობილი მივიდა. ვარსკვლავს ცნობილი შოუს Modern Family-სთვის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემამდე 20 წუთით ადრე მისი კაბა ზუსტად უკანალზე გაირღვა. ვერგარა არც შეიშმუშნა და მეტიც, იმ დღესვე გამოაქვეყნა უხერხული ფოტოები twitter-ზე. იქვე კი დაწერა: "დიახ! ეს 20 წუთით ადრე მოხდა იქამდე, სანამ გავიმარჯვებდით! ვგიჟდები ჩემს ცხოვრებაზე!" მოგვიანებით კი დაჯილდოების ცერემონიალის კოსტიუმების დიზაინერებს მადლობა გადაუხადა სადღესასწაულო გამოსვლის წინ ექსტრემალური დახმარების გაწევისთვის. მსახიობმა სატელევიზიო ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე საკუთარი ოჯახის 19 წევრი მიიწვია. მომხდარი კი მან ასე აღწერა: "დღეს ემი - კოლუმბიური საღამოა!"