ბავშვებო ძალიან დიდი მადლობა , რომ კითხულობთ და , განსაკუთრებით , რომ მოგწონთ .. !!
________________________________________________________________
- პირველი დღეა, ვნერვიულებ, უცნაური სიზმრები თავისთავად უნდა იყოს! - ვიმშვიდებდი თავს.
წამოვჯექი და ამ დროს ვიგრძენი, რომ მუცელზე რაღაც ცივი მეხებოდა...
მაისური ავიწიე და .. ალბათ მიხვდით უკვე, არა? ის მედალიონი მეკეთა ის "სული" რომ მაწვდიდა...
- კარგი , ეს ასე არ უნდა იყოს !! - ჩავილაპარაკე.
- რა არ უნდა იყოს? (ეშლი) - შენ გღვიძავს?? (მე) - ჰო, მღვიძავს უკვე ნახევარი საათია. ესე იგი რა არ უნდა იყოს?!? (ეშლი) - ნუუ...(მე)
- თქვი !! (ეშლი) - კარგი. ესე იგი ღამე დამმესიზმრა, რომ ერთი ქალი..ნუ სული... - სული? - შემაწყვეტინა. - ჰო, სული. მეუბნებოდა, რომ რაღაც ომიქსის თუ ონიქსის ქვა უნდა მეპოვა და რაღაც მედალიონი გამომიწოდა. მაღვიძებს მაღვიძარა და ეს მედალიონი ყელზე მიკეთია. ეს შესაძლებელია?!? (მე) - მეც კი არ ვარ მაგდენად სულელი რომ ეგ დავიჯერო! (ეშლი) - არა მართლა! აი ნახე! - ვუთხარი და მედალიონი მოვიხსენი. - იქნებ ის ნაყიდია? (ეშლი) - მისმინე, ვიცი "ახალი" ვარ და არ მენდობი ჯერ, მაგრამ დამიჯერე ეს ასეა! (მე) - კარგი ასეც რომ იყოს ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო?? მან რა , გაიძულა გგონებოდა, რომ ეს სიზმარი იყო?!? (ეშლი) - მოჩვენებები არ არსებობენ ეშლი! ნუ არც სულები! (მე) - აბა როგორ ახსნი ამ ყველაფერს?? (ეშლი) - არ ვიცი. (მე)
- მე ვიცი. ეხლა გამოვიცვლი და ყველას მოვუყვები ამაზე! (ეშლი) - ეე...მოიცა მოიცა მოიცა! შენ ამაზე არავის არაფერს ეტყვი! (მე) - მაგრამ .. - არანაირი მაგრამ! ეს საიდუმლოა! (მე)
- კარგი ჰო! საიდუმლო! (ეშლი)
მე სკოლის ფორმა ჩავიცვი და სასაუზმოდ ჩავედით.
ჩვენთან ერთად გამოვიდნენ დანარჩენებიც. ამჯერად საუზმემ მშვიდობიანად ჩაიარა და სკოლაში სუფთა წავედი .. :))
რატომღაც მეგონა, რომ ეს სკოლა განსხვავდებოდა ჩემი ძველისგან .. მაგრამ არა! ესეც ისეთი მოსაწყენია, როგორიც წინა და საერთოდ ყველა!
ბოლო სპორტი გვქონდა , ღმერთო როგორ მეზიზღება ეს გაკვეთილი !!
ის ყველაზე მეტად გაიწელა ..
მილიონნაირ ვარჯიშებს გვაკეთებინებდნენ !!
როგორც იქნა ისიც დამთავრდა და სახლში წამოვედით.
- ძლივს! (მე) - ძლივს რა? (ეშლი) - ძლივს დავამთავრეთ! - აა ხო! :)) (ეშლი)
ჩვენ სახლში შევედით.
- იქ რა არის? - ვკითხე ეშლის ერთ-ერთ ჩაკეტილ კარზე - სხვენი. მარტი რო გვიკრძალავს შესვლას ის! - გვიკრძალავსო?!?
- ჰო რა, არ იც...ო არა! არა არა არა! შენ იქ არ შეხვალ! - მართალია! არ შევალ! "ჩვენ" შევალთ! - მე მითუმეტეს არ შემოვალ! (ეშლი) - მართლა? (მე)
- ოო !! კარგი ხო! ოღონდ ეგრე ნუ მიყურებ! - ჰაჰააა! წავედით! (მე) - მოიცა მოიცა! მთავარი დაგავიწყდა! - როგორ უნდა გავაღო კარი? (მე) - ჰო! ის ჩაკეტილია!
მე თმისსამაგრი ამოვიღე.
- მოიცა და იქნებ იქ ჭუჭყია?!? (ეშლი) - არ არსებობს სხვენი ჭუჭყის გარეშე! (მე) - აუუ... ახალი ტუფლები მაცვიაა! სულ დაიმტვერებაა!!! - არაუშავს, გარეცხავ!
მე ეშლის ხელი მოვკიდე და კარისკენ წავიყვანე.
არც ისე ბევრი წვალების შემდეგ კარი გავაღე, სხვენში შევედით და ისე მივხურე, რომ ჩაკეტილს გვანებოდა.
- შენ თქვი ჭუჭყი! მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ სიბინძურეს გულისხმობდი! - ეშლი ეს მხოლოდ მტვერია! ნუ ასევე ობობის ქსელებიც! ეი იქ კიბეა! წამო ავიდეთ! - აუუუ...მეშინიაა! (ეშლი) - ეშლი ეს სხვენია და არა მიტოვებული სასაფლაო! წავედით!
მე და ეშლი კიბეებზე ავედით. გზაში რაღაც სისინა ხმა ჩამესმა.
- რა თქვი? - ვკითხე ეშლის. - არაფერი! (ეშლი)
ეს ხმა ისევ განმეორდა, მაგრამ ამჯერად მე მისი მესმოდა! ეს იმ "სულის" ხმას გავდა. ის ამბობდა:
"დასაწყისი სხვენშია! იპოვე ის, თორემ სიცოცხლით აანაზღაურებ!"
- მორჩა! წავედით აქედან! - ვთქვი შეშინებულმა და უკან გავბრუნდი.
კარი გავაღე და ამ დროს მარტი შეგვეჩეხა...
დაამოწმა,შეასწორა და გაალამაზა: CisiKoOo-მ
|