მოდის სახლი „Valentino" კომპანია „Mayhoola
for Investments S.P.C"-იმ შეიძინა, რომელიც ყატარელ კერძო ინვესტორს
ეკუთვნის. უცნობია, თუ რა თანხად შეიძინა კომპანიამ ჩვენი დროის საკულტო
ბრენდი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „Valentino"-ს შეძენა ყატარის
სამეფო ოჯახს სურდა.
„ბრენდი „Valentino" ყოველთვის თავისი
უნიკალურობითა და უდავო პრესტიჟულობით გამოირჩეოდა. ჩვენ მისი კრეატიული
დირექტორების მარია გრაცი კიურისა და პიერპაოლო პიჩოლის მუშაობით
მოვიხიბლეთ. ასევე, კარგად მუშაობს მენეჯმენტის ჯგუფი, რომელსაც სტეფანო
სასი ხელმძღვანელობს. მათ ბრენდის დამაარსებლის, ვალენტინო გარავანის
ღირებულებებისა და თანამედროვე მოდის ხედვის გაერთიანება შეძლეს" -
აცხადებს „Mayhoola"-ს წარმომადგენელი. ახალი მფლობელი-
|